მებიუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მებიუსის სინდრომი – 1. განვითარების თანდაყოლილი მანკი: ქალას მამოძრავებელი ნერვების ბირთვების, ფესვებისა და ღეროების განუვითარებლობა, ზოგჯერ კი მათ მიერ ინერვირებული კუნთების. ვლინდება მიმიკური კუნთების ორმხრივი, იშვიათად ცალმხრივი პარეზით, ლაგოფთალმით, სიელმით, ენის ატროფიით. ზოგჯერ შერწყმულია განვითარების სხვა მანკებთან, ოლიგოფრენიასთან. 2. კონვერგენციის დარღვევა თირეოროქსიკოზის დროს: თვალები შიგა სწორი კუნთის უკმარისობის გამო არ ჩერდება სწორ მდებარეობაში, ერთ – ერთი მათგანი გადაიხრება გარეთ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა