Tag Archives: ინერვირებული

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More

მებიუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მებიუსის სინდრომი – 1. განვითარების თანდაყოლილი მანკი: ქალას მამოძრავებელი ნერვების ბირთვების, ფესვებისა და ღეროების განუვითარებლობა, ზოგჯერ კი მათ მიერ ინერვირებული კუნთების. ვლინდება მიმიკური კუნთების ორმხრივი, იშვიათად ცალმხრივი პარეზით, ლაგოფთალმით, სიელმით, ენის ატროფიით. ზოგჯერ შერწყმულია განვითარების სხვა მანკებთან, ოლიგოფრენიასთან. 2. კონვერგენციის დარღვევა თირეოროქსიკოზის დროს: თვალები შიგა სწორი კუნთის

Read More