მეგაკარიოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეგაკარიოციტები – (megacaryocyti ბერძნ.megas – დიდი, caryon – ბირთვი, cytos – უჯრედი) ძვლის ტვინის გიგანტური უჯრედები, რომლებიც შეიცავენ ერთ დიდ რამდენიმე სეგმენტად გადაზონრილ ბირთვს ან რამდენიმე ბირთვს. ისინი წარმოქმნის წყაროა სისხლის ფირფიტებისა (თრომბოციტების), რომლებიც წვრილი ნაწილაკების სახით წყდებიან მათი ციტოპლაზმის გარეთა ზედაპირს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ძვლის წითელი ტვინის გიგანტური უჯრედი. თავისი განვითარების დასრულების შემდეგ მეგაკარიოციტები იშლება, მის ზედაპირს თანდათან წყდება ნაწილაკები, რომლებიც თრომბოციტებად იქცევა და თანდათან სისხლში გადადის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა