მეგაკოლონი

მეგაკოლონი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მსხვილი ნაწლავის ნაწილობრივი ან მთლიანი გაფართოებით. მიზეზები: აგანგლიოზი (გირშპრუნგის დაავადება), ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ენდოკრინული დარღვევები, ჰიპოვიტამინოზები და სხვ. ვლინდება განავლისა და გაზების გამოდენის შეჩერებით, პერიოდული ღებინებით, ზოგჯერ ნაღვლის შერევით. დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი