მეიოზის ანაფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეიოზის ანაფაზა – (anaphasis meiosis იხ.ანაფაზა მიტოზის) I რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მომწიფების I გაყოფის (რედუქ­ციული დაყოფის) სტადია, რომლის განმავლობაში შეწყვილებუ­ლი ჰომო­ლოგიური ქრომოსომები ერთიმეორეს შორდება და საპირის­პირო პოლუ­სე­ბი­სკენ მიემართება. ამ მომენტში თითოეული ჰო­მოლო­გიური ქრომოსო­მა შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი ქრომატიდი­საგან. ასეთ ქრომოსომებს უწოდებენ დიადებს . დიადების გახ­ლეჩა ორ დამოუკიდებელ ქრომოსომად მომწიფების მეორე გაყოფის დროს ხდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა