მეიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეიოზი – (ბერძ. Meiosis – შემცირება) უჯრედის გაყოფის მეთოდი, რომლის შედეგად ხდება ქრომოსომთა რიცხვის შემცირება შვილეულ უჯრედებში; წარმოადგენს სასქესო უჯრედების წარმოქმნაში ძირითად რგოლს. მეიოზის მსვლელობისას ერთი დიპლოიდური უჯრედი (რომელიც შეიცავს ქრომოსომთა 2 კომპლექტს) ორი ერთმანეთის მომდევნო დაყოფის შემდეგ იძლევა 4 ჰაპლოიდური უჯრედის საწყისს. მამაკაცისა და ქალის სასქესო უჯრედების შერწყმის შემდეგ ქრომოსომთა დიპლოიდური კომპლექტი აღდგება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა