მეიოზის ტელოფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეიოზის ტელოფაზა – (telophasis meiosis იხ.ტელოფაზა მიტოზის) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზუ­რი გაყოფის ბოლო სტადია (მომწიფების პირველი გაყოფის, რედუქციული გაყოფის), რომლის დროს პოლუსებთან განლაგებული ქრომოსომები, რომლებიც დიადებს ქმნიან, გარდაიქმნება პოლუ­სების არეში მდებარე შვილეული ბირთვების რეკონსტრუქციის პრო­ცესში. რიცხვი ქრომოსომ – დიადებისა, რომლებიც ერთეული და არა შეწყვილებული ჰომოლოგიური ქრომოსომებია, ჰაპლოიდურის ტოლია, ე.ი.ორჯერ ნაკლებია დიპლოიდურ რიცხვთან შედარებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომწიფების პირველი გაყოფის შედეგად ხდება ქრომოსომების რიცხვის რედუქცია (შემცირება). ამ დროს წარმოქმნილ მეორე რიგის სპერმატოციტებსა (პრესპერმატიდებსა) და მეორე რიგის ოოციტებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა