მიკრობთა ასოციაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიკრობთა ასოციაცია – მიკროორგანიზმთა ბუნებრივი ან ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი თანასაზოგადოება. მასში შემავალი ბაქტერიების, სოკოების, წყალმცენარეებისა და სხვა მიკროორგანიზმების სახეობები სიმბიოზურ ან მეტაბიოზურ ურთიერთობაში არიან. ერთი სახის მიკრობთა ასოციაცია, როგორც წესი მდგრადია მეორის ცხოველმოქმედების პროდუქტთა მიმართ, რის გამოც მათ იყენებენ ენერგიის, ნახშირბადისა და აზოტის წყაროს ან ზრდის ფაქტორის სახით. ზოგიერთი მიკრობთა ასოციაცია, რომელიც ევოლუციის პროცესში დიდი ხნის წინათ გაჩნდა, ძლიერ მდგრადია, ასეთია, მაგ., მღიერები, რომლებიც შედგება მაფოტოსინთეზირებელი წყალმცენარეებისა დ ჰეტეროტროფული სოკოებისაგან. ნიადაგში წარმოიქმნება აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების შემცველი მრავალი მიკრობთა ასოციაცია – აერობები შთანთქავს ჟანგბად, რითაც ხელს უწყობს ანაერობების განვითარებას. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა