მიოეპითელური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოეპითელური უჯრედები – (cellulae myoepitheliae ბერძნ.mys, myos – კუნთი და epithele – ზემოდან ამომფენი) ჯირკვლების ტერმინალური ნაწილების – კანის ტიპის ეპითელიუმის წარმონაქმ­ნების (საოფლე, ცხიმის, სანერწყვე, სარძევე ჯირკვლები) განსაკუთ­რებულად დიფერენცირებული ეპითელური უჯრედები (myoepitheliocyti corbiformes – კალათისებრი მიოეპითელიოციტები). ეს უჯრედები თავიანთ ციტოპლაზმაში შეიცავენ გლუვ მიოფიბრილებს და აქვთ შეკუმშვის უნარი, რითაც აადვილებენ სეკრეტის გამოყოფას. ისინი კალათისებურად ეკვრიან გარს ბოლო ნაწილების სეკრეციულ უჯრე­დებს . სინ. უჯრედები კალათისებრი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  (myoepitheliocytus)  ჯირკვლების ტერმინალური ნაწილებისა და წილაკშიგა გამომტანი სადინრების უჯრედები, განლაგებული ბაზალურ მემბრანასა და სეკრეციულ უჯრედთა ფუძეებს შორის, ხელს უწყობს სეკრეტის გამოდენას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა