მიოკარდიუმის დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოკარდიუმის დისტროფია – გულის კუნთის არაანთებითი ხასიათის დაზიანება. ვითარდება მრავალი დაავადების შედეგად, რომლებიც განპირობებულნი არიან ენდოკრინული დარღვევებით, ინტოქსიკაციებით, ანემიით, ელექტროლიტების ცვლის დაღვევებით და ა.შ. კარგადაა ცნობილი მიოკარდიუმის დისტროფია თირეოტოქსიკოზის (იხ.), მიქსედემის (იხ.), ჰიპერკორტიციზმის დროს. თირკმლების, ღვიძლის დაავადებების, კოლაგენოზების დროს, მიოკარდიუმის დისტროფია განპირობებულია რიგი ფაქტორების შერწყმით (კერძოდ ისეთების, როგორებიცაა ანემია, ჰიპერტონია, დისპროტეინემია). სიმპტომები დააკავშირებულია ძირითადი დაავადების ხასიათზე. გულში დაზიანებები, როგორც წესი, ვითარდება თანდათანობით და თავდაპირველად მათი აღმოჩენა ხდება ეკგ – ზე. შემდგომში აღინიშნება გულის ზომების მომატება, იშვიათად გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარება. ეკგ – ზე, პარკუჭოვანი კომპლექსის ცვლილების გარდა (T კბილის დამოკლება ან ინვერსია), აღინიშნება რითმის დარღვევა (ექსტრასისტოლია, იშვიათად მოციმციმე არითმია). გულის მნიშვნელოვანი დილატაციის დროს, ადგილი აქვს უხეში, განსაკუთრებით სისტოლური შუილების გაჩენას, რომელიც განსაკუთრებით დამახასიათებელია მძიმე ანემიისთვის. შესაძლებელია გულის არეში აღინიშნებოდეს ტკივილები, რომლებიც სტენოკარდიისგან განსხვავებით, დამოკიდებული არ არის ფიზიკურ დატვირთვაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა