მიოკარდიუმი – (myocardium ბერძნ.mys, myos – კუნთი, cardia – გული) გულის ყველაზე სქელი გარსი, შედგება განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილებისაგან (კარდიომიოციტებისაგან, რომლებიც შეერთებულია ერთმანეთთან ფუნქციურ ბოჭკოებად) და ნაზი შემაერთებელქსოვილოვანი სტრომისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი