ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კორტიკო – ბაზალური დეგენერაცია – თავის ტვინის დეგენერაციული დავადება, რომელიც ვლინდება ბაზალური განგლიების (პარკისონიზმი, დისტონია, კანკალი, მიოკლონია) და შუბლ – თხემის ქერქის (აპრაქსია, ასტერეოგნოზი და სხვ.) დაზიანების ნიშნების შერწყმით. დამახასიათებელია ასიმეტრიული დაზიანება და ,,უცხო” ხელის ფენომენი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდება უმოძრაობა და ლეტალური გამოსავალი. მკურნალობა სიმპტომატურია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა