Tag Archives: განგლიების

ცერებროსპინური დეგენერაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური დეგენერაციები – (ცერებროსპინალური ატაქსიები) მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ნათხემისა და ზურგის ტვინის გამტარი სისტემების დეგენერაციით, რიგ შემთხვევებში ღეროს, ბაზალური განგლიების, მხედველობის ნერვის, ბადურის, პერიფერიული ნერვების ჩართვით. კლინიკურად ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით, მხედველობის დარღვევით, დემენციით, პოლინევროპათიის ნიშნებით და ა. შ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ქორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორეა – (ბერძ. choreia – ცეკვა) კლინიკური სინდრომი: ჰიპერკინეზი, რომელიც ხასიათდება არარიტმული, ქაოსური, სწრაფი ბიძგების უწყვეტი ნაკადით, რომელშიც ჩართულია კიდურების, სახის, ხახის, ტანის სხვადასხვა კუნთოვანი ჯგუფები. განასხვავებენ გენერალიზებულ ქორეას და ჰემიქორეას. ავადმყოფი სიარულისას თითქოს ცეკვავს. მისი უშუალო მიზეზია ბაზალური განგლიების დაზიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More