ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მეიოზის ანაფაზა – (anaphasis meiosis იხ.ანაფაზა მიტოზის) I რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მომწიფების I გაყოფის (რედუქციული დაყოფის) სტადია, რომლის განმავლობაში შეწყვილებული ჰომოლოგიური ქრომოსომები ერთიმეორეს შორდება და საპირისპირო პოლუსებისკენ მიემართება. ამ მომენტში თითოეული ჰომოლოგიური ქრომოსომა შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი ქრომატიდისაგან. ასეთ ქრომოსომებს უწოდებენ დიადებს . დიადების გახლეჩა ორ დამოუკიდებელ ქრომოსომად მომწიფების მეორე გაყოფის დროს ხდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა