მწყერის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწყერის რიტმი – გულის სამწევრა რიტმი, რომელიც მოგვაგონებს მწყერის ხმას. ვლინდება აუსკულტაციით გულის მანკიან (მიტრალური სტენოზი) ავადმყოფებში. განპირობებულია დამატებითი ტონის გაჩენით – მიტრალური სარქვლის გაღების ტკაცუნით. 2.  მეორე ტონის გაორება, მოისმინება გულის მწვერვალსა და ბოტკინ – ერბის წერტილში (იხ.) აღინიშნება მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის დავიწროების დროს. შეპირობებულია მიტრალური სარქვლის გაღებით აღძრული დამატებითი ტონით (ტკაცუნით). სინონიმი: ბოტკინის მწყერის რიტმი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook