Tag Archives: სამწევრა

მწყერის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწყერის რიტმი – გულის სამწევრა რიტმი, რომელიც მოგვაგონებს მწყერის ხმას. ვლინდება აუსკულტაციით გულის მანკიან (მიტრალური სტენოზი) ავადმყოფებში. განპირობებულია დამატებითი ტონის გაჩენით – მიტრალური სარქვლის გაღების ტკაცუნით. 2.  მეორე ტონის გაორება, მოისმინება გულის მწვერვალსა და ბოტკინ – ერბის წერტილში (იხ.) აღინიშნება მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის დავიწროების დროს.

Read More

ლემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლემა – (ბერძნ. Lemma ვარაუდი) ლოგიკაში – პირობით – გაყოფითი დასკვნა (ლემატური სილოგიზმი). დიდ წანამძღვარში შემავალი მსჯელობების (შესაბამისად მცირე წანამძღვარში დისიუნქციის წევრთა) რაოდენობის მიხედვით ლემა შეიძლება იყოს დილემა (ორწევრა), ტრილემა (სამწევრა), პოლილემა (მრავალწევრა). ლემის ყველაზე გავრცელებული სახეა დილემა, რომელიც ორ გადაწყვეტილებას (ალტერნატივას) შორის არჩევანის აუცილებლობას გამოხატავს. (წყარო:

Read More