მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკი – (თვალის დაავ.) მხედველობის ნერვის დისკის არაანთებითი შეშუპება. ეტიოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც თან სდევს ქალასშიდა წნევის მომატება (სიმსივნეები, აბსცესები, არაქნოიდიტები, მენინგიტები, პარაზიტარული დაავადებები), ჰიპერტონული დაავადება, ქალასშიდა ანევრიზმები და სისხლჩაქცევები, თირკმლების და სისხლის დაავადებები, ორბიტის ახალწარმონაქმნები. სიმპტომები. თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვის ხანმოკლე შეტევები. ოფთალმოსკოპიით მხედველობოს ნერვის დისკი რამდენადმე გადიდებულია ზომებში, მკვეთრად წინ გამოწეულია გარშემო ბადურის დონიდან. მისი ფერი შედარებით უფრო წითელია, სისხლძარღვები ბადურაზე გადასვლისას წარმოქმნიან ტიპიურ ნაკეცებს, ვენები მკვეთრად გაფართოებული და დაკლაკნილია. დაავადება ვითარდება თანდათანობით, არასასურველ შემთხვევებში მთავრდება მხედველობის ნერვის ატროფიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook