Tag Archives: ცევ

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

შილინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილინგის სინდრომი – შილინგის ტიპის მონოციტული ლეიკემია, რეტიკულოენდოთელიოზის ნაირსახეობა  –  პერიფერიულ სისხლში პათოლოგიური მონოციტების მსგავსი რეტიკულური უჯრედები.  ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, კანსა და ლორწოვან გარსზე სისხლჩაქცევები ან ნეკროზები, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი (ბევრია რეტიკულური უჯრედების მსგავსი მონოციტები), ძვლის ტვინში მონორეტიკულური ტრანსფორმაცია, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. კლინიკური სურათი მოგვაგონებს

Read More