Tag Archives: გარსებში

ჩანასახსგარე ექტოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩანასახსგარე ექტოდერმა – (ectoderma extraembryonicum ბერძნ. ectos   –   გარეთ, გარედან, derma, dermatos   –   კანი, embryo   –   ჩანასახი; ლათ.extra   –   გარეძ)  ექტოდერმის გაგრძელება ზოგიერთი ჩანასახის გარე ორგანოს შემადგენლობაში, უმთავრესად ჩანასახოვან გარსებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More