Tag Archives: მძაფრი

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

სპენსერის დაავადება

სპენსერის დაავადება – ზამთრის ღებინების დაავადება, ნაწლავთა გრიპი, ეპიდემიური დიარეა, ეპიდემიური ფაღარათი,  –  მწვავე ინფექციური დაავადება, ალბათ ვირუსული ეტიოლოგიის, მიდრეკილი ეპიდემიური გავრცელებისადმი, ძირითადად ზამთარ – გაზაფხულის პერიოდში. ახასიათებს გასტროენტერიტის მოვლენათა მძაფრი განვითარება, ღებინებით და წყლიანი განავლის დიდი რაოდენობით, და ასევე ძლიერი სისუსტით და ხშირად ფარინგიტის ნიშნებით. სინონიმი: ჰანოვერის დაავადება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More