ნეიროფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეიროფსიქოლოგია – ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფსიქიკურ პროცესებს თავის ტვინთან და მის ცალკეულ სისტემებთან კავშირში. საუკუნეების მანძილზე ტრად. – იდეალისტურ ფსიქოლოგიას მიაჩნდა, რომ ტვინისა (ფიზიოლოგიური) და ცნობიერების (ფსიქიკური) პროცესები მიმდინარეობს პარალელურად ან ხდება მათი, როგორც დამოუკიდებელი სფეროების, ურთიერთზემოქმედება. მხოლოდ XIX ს. II ნახევარში ტვინის შესწავლის წარმატებებისა და კლინიკური ნევროლოგიის განვითარების საფუძველზე ნევროლოგებმა დაუშვეს, რომ ქერქის გარკვეული ზონები შესატყვისი ფსიქ. პროცესების ცენტრებია, რომელთა არსებობასა და ფუნქციონირებაში მონაწილეობს ტვინის ერთდროულად მომუშავე ზონების კომპლექსი. ტვინის თითოეულ უბანს თავისი წვლილი შეაქვს ამ ფუნქციური სისტემის აგებაში. ნეიროფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქ. პროცესების მექანიზმების გაგებაში. ტვინის ლოკალური დაზიანებისას აღმოცენებული ფსიქ. მოქმედების დარღვევის ანალიზით ნეიროფსიქოლოგია ეხმარება ტვინის ლოკალური დაზიანების (სიმსივნეები, ტრავმები, სისხლის ჩაქცევები) შესწავლას, მათი დიაგნოზის დაზუსტებას და მკურნალობას. [“1”] 2.  ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც ფსიქიკურ პროცესებს შეისწავლის თავის ტვინთან და მის ცალკეულ ნაწილებთან კავშირში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook