მორტონის თითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მორტონის თითი – მეტატარზალგია. ხასიათდება ფიზიკურ გადაღლასთან დაკავშირებით შეტევითი ხასიათის ტკივილით წინა ტერფის მე – 4, ზოგჯერ მე – 3 ძვლის მიდამოში. ტკივილი ძლიერდება სიარულის დროს. გვხვდება პლანტარული ნერვის თითის ტოტის დაზიანებისას, მასზე მეოთხე მეტატარზალური ძვლის თავის დაწოლის შედეგად, აგრეთვე ამავე ნერვის ანთების ან თითთაშუა არტერიის დაზიანების დროს. უმთავრესი მიზეზია ნევრინომა, უფრო ზუსტად, ფსევდონევრინომა თითის ნერვისა მისი გაყოფის ადგილას. ამ დროს აღინიშნება დეგენერაციული ცვლილებები სათანადო ზონაში, რაც ეხება ამ ზონის სისხლძარღვოვან – ნერვულ კონას და შემაერთებელ ქსოვილს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა