მორულა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მორულა – 1. (ლათ.morula, morum – თუთის ხის ნაყოფი)  ჩანასახი, რომელიც ბლასტომერების კომპაქტური გროვაა დაყოფის სტა­დიაზე და არ შეიცავს ღრუს. მორულის მაგალითია ამფიბიის ბლას­ტულის ადრეული სტადია, ვიდრე მასში ღრუ წარმოიქმნებოდეს. ძუძუმწოვართა და ადამიანის ემბრიოგენეზში მორულის სტადია ბლას­ტოცისტას წარმოქმნამდეა. მორულა ემბრიობლასტისა და ტროფობ­ლასტის უჯრედთა გროვაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ცხოველთა ჩანასახის განვითარების ერთ – ერთი საწყისი სტადია 3. ჩანასახის განვითარების სტადია, წინამორბედი ბლასტულის განვითარებისა; წარმოადგენს ერთმანეთზე მიწყობილი უჯრედების (ბლასტომერების) თავმოყრას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა