მოჩვენებითი სექსუალური დარღვევები

მოჩვენებითი სექსუალური დარღვევები – ხასიათდება სექსოპათოლოგიური ჩივილებით, ასაკობრივი და კონსტიტუციური ნორმებიდან ფაქტიური გადახრების არარსებობისას. მათი მიზეზია ინფორმაციის დეფიციტი, რომელიც ივსება არაკომპეტენტური წყაროებიდან მიღებული ცნობებით, არაიშვიათად – იატროგენია. წინასწარგანმწყობი ფაქტორია – მომატებული შთაგონება და ხასიათის აფორიაქებული, ეჭვიანი ხასიათი. კლინიკური ვარიანტები: 1. საკუთარი თავისადმი ზედმეტი მოთხოვნილების წაყენება; 2. საკუთარი თავისადმი სექსუალური ,,ნაკლის” წაყენება; 3. არაადეკვატური რეაქცია სექსუალური გამოვლინებების ფიზიოლოგიურ რყევებზე; 4. დისჰარმონიები, განპირობებული ზოგადი და სექსუალური კულტურის უკმარისობით, ან სექსუალური დეფექტი არსებობა ერთ – ერთ პარტნიორში. მიმდინარება, პროგნოზი. დროული კორექციის არარსებობა გარკვეულ საფრთხეს ქმნის ნევროზული მოვლენების განვითარებისათვის, და შესაძლებელია მოჩვენებითი სექსუალური დარღვევები გადავიდეს ნამდვილში. პროფილაქტიკა, მკურნალობა. ზოგადი და სექსუალური კულტურის ამაღლება, ინდივიდუალური საუბრები, მიმართული სექსუალური ქცევის არასწორ წარმოდგენებზე და სტერეოტიპებზე, პარტნიორში ნამდვილი სექსუალური დარღვევის აღმოფხვრა, რომელიც საკუთარ თავს ჯანმრთელად თვლის.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი