მოშკოვიჩის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მოშკოვიჩის დაავადება – (E. Moschcowitz, ამერიკ. ექიმი; სინ.: მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემია, თრომბოზური თრომბოციტოპენიური პურპურა, თრომბოზური მიკროანგიოპათია, მოშკოვიჩის სინდრომი)იშვიათი დაავადება, რომელიც ვლინდება ცხელებით, ჰემოლიზური ანემიით, თრომბოციტოპენიური პურპურით, თირკმელებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადების დასაწყისი მწვავეა, როდესაც მას წინ უძღვის მწვავე რესპირატორული დაავადება; პირველ ნიშნებია ცხელება, ტკივილი მუცელში, ღებინება, თავის ტკივილი. ვლინდება კანის საფარველის მკვეთრი სფერმკთალე და ზომიერი იქტერულობა, კანზე აღინიშნება პეტექიები და ექკიმოზები. შემდეგში უერთდება თავის ტვინის დაზიანების სიმპტომები: თავის ტკივილი, აგზნება, ბოდვები, ჰალუცინაციები, კლონური კრუნჩხვები, ლოკალური ნევროლოგიური სიმპტომატიკა, გონების დაბინდვა, კომა. თირკმლის სინდრომი ვლინდება ჰიპერტენზიით, პროტეინურიით, ჰემატურიით, ცილინდრურიით. დამახასიათებელია თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარება. დაავადება გრძელდება 1 – 2 კვირიდან რამდენიმე თვემდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა