მყრალი სურდო (ოზენა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მყრალი სურდო (ოზენა) – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) სიმპტომები. ცხვირის ნიჟარების ძვლოვანი ჩონჩხისა და ლორწოვანი გარსის ატროფია. ქერქების წარმოქმნა მყრალი სუნით. ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა. დაავადება იწყება ახალგაზრდა ასაკში და თავიდანვე ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას. მკურნალობა. ცხვირის გამორეცხვა ტუტე ხსნარებით, მისი დამუშავება იოდ – გლიცერინით ან 20 – 30 წუთით ბამბის ტამპონების ჩადება, რომლებიც დასველებულნი არიან აღნიშნული ხსნარით, ყბის წიაღების მიდამოში ტუტე – ზეთოვანი ინჰალაციები დიათერმიასთან ან უმს – თან პარალელურად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა