მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი – (საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ) 18 წლის ასაკამდე ბავშვი, რომელიც დარჩა ორივე ან ერთადერთი მშობლის მზრუნველობის გარეშე იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) მშობლებს ჩამოერთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები; ბ) მშობლები აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ – ქმედუნარიანად; გ) უცნობია მშობელთა ვინაობა (მიგდებული ბავშვი); დ) მშობლები ხანგრძლივად ავადმყოფობენ ან ხანგრძლივად იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში; ზ.ე) მშობლები, რომლებიც სასამართლომ აღიარა უგზო – უკვლოდ დაკარგულად; ვ) მშობლები, რომლებიც იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში; ზ) მშობლები, რომლებიც იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად ცნობის ან ბრალდებულად აღიარებასთან დაკავშირებით; თ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას: ბავშვის აღზრდას, მისი უფლებების და ინტერესების დაცვას (უზედამხედველო ბავშვი); ი) მშობლები, რომელთაც არა აქვთ ურთიერთობა საკუთარ ბავშვთან (უპატრონო ბავშვი); კ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობას, როდესაც ბავშვი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო – პროფილაქტიკურ და სოციალური დაცვის დაწესებულებებში (თავშესაფარი, პანსიონატი და სხვა), მათი ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ან უარს აცხადებენ აღნიშნული დაწებულებებიდან ბავშვის გამოყვანაზე;

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა