ნაოფლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაოფლი – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის არაანთებით უბანზე დიდი რაოდენობით, ფეტვის მარცვლის ოდენობის, დაჯგუფებული ან გაფანტული ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლებიც შეიცავენ გამჭვირვალე შიგთავსს. ვითარდება ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებების, ძლიერი გადახურების (ბავშვის შეფუთვნა), ჰაერის ტემპერატურის მომატების დროს. დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს რქოვანა შრის გაჯირჯვების შედეგად, საოფლე ჯირკვლების გამომტან სადინრებში ოფლის შეკავება. სიმპტომები. გამონაყარი ლოკალიზებულია კანის საფარველის დახურულ უბნებზე, სხეულზე, კერძოდ ზურგზე, კიდურების მომხრელ ზედაპირებზე. 3 – 4 დღის შემდეგ ბუშტუკები შრება, ჩნდება უმნიშვნელო აქერცვლა. ქავილს ადგილი არ აქვს. წითელი ნაოფლი ხასიათდება წითელი ფერის, ქინძისთავის ზომის კვანძოვანი გამონაყარის და შემღვრეული შიგთავსით სავსე ბუშტუკების გაჩენით, რომლებიც გარშემორტყმულია ჰემორაგიული არშიით. შესაძლებელია გამონაყრის ელემენტების შერწყმა და სველი (დამბალი) კერების წარმოქმნა. არც თუ იშვიათად ვლინდება კანის ქავილი, წვის შეგრძნება. მეორადი ინფექციის დართვის შემთხვევაში წარმოიქმნება რძისფერი – თეთრი ბუშტუკები (თეთრი ნაოფლი). პროფილაქტიკა. კანის ჰიგიენურ მდგომარეობაზე კონტროლი, ჭარბი და სწრაფი ოფლიანობის გამომწვევი მიზეზების მოცილება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა