ნაღვლკენჭოვანი დაავადება

ნაღვლკენჭოვანი დაავადება – (ქირურგ.) ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების წარმოქმნით. მის განვითარებას ხელს უწყობს ქოლესტერინის და ზოგიერთი მარილის ცვლის დარღვევა, ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექციები, ნაღვლის გამოსვლის დარღვევა ბუშტიდან. კენჭები შეიძლება შედგებოდნენ ქოლესტერინისგან, ბილირუბინისგან, კალციუმის მარილებისგან. სიმპტომები. ყველაზე ტიპიურია ნაღვლის კოლიკა და დისპეფსიური მოვლენები. კოლიკის დროს ვითარდება ტკივილი, ხშირად ძალიან ძლიერი, მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში, რომელიც გადაეცემა მარცხენა მხარში ან ბეჭში. ტკივილები შეიძლება აღმოცენდნენ ჭამიდან 2 – 3 საათის შემდეგ (ხშირად ცხიმიანი საკვების მიღებიდან), ზოგჯერ ხანგრძლივი მომქანცველი სიარულის შედეგად. ტკივილს თან სდევს გულისრევა და ღებინება. მუცლის პალპაციით ყველაზე მეტი მტკივნეულობა აღინიშნება X ნეკნის და მუცლის მარჯვენა სწორი კუნთის გარეთა კიდის გადაკვეთის ადგილას. თუ შეტევა ვითარდება კენჭის დაძვრის და მისი გაჭედვის შედეგად, მაშინ ვლინდება გამოხატული სიყვითლე. ამასთან ერთად შეიძლება იყოს ქოლეცისტიტის გამწვავების ნიშნები ტემპერატურის მომატებით, ცვლილებებით სისხლის მხრივ. თუმცა არც თუ იშვიათად, ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დისპეფსიური მოვლენებით და მასთან დამახასიათებელი სიმძიმის შეგრძნებით ფერდქვეშა მიდამოში, ბოყინით, ზოგჯერ ღებინებით. ამასთან ერთად, ტკივილები მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში შეიძლება იყოს უმნიშვნელო და ადგილი ჰქონდეს მხოლოდ მუცლის პალპაციით. დამახასიათებელია მტკივნეულობის გაჩენა დიაფრაგმის ნერვზე ზეწოლის შედეგად (მკერდ – ლავიწის კუნთების ფეხებს შორის). ნაღველკენჭოვანი დაავადება შეიძლება გართულეს მწვავე ქოლეცისტიტით, ქოლანგიტით, მყარი მექანიკური სიყვითლით, რომელიც ვითარდება ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის გაჭედვის გამო და რომელიც ხშირად მოითხოვეს ოპერაციულ ჩარევას. ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის გარდა, დიფერენცირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების და სხ. დაავადებებისგან. 2.  დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის სადინარებში სხვადასხვა შედგენილობის კენჭოვანი წარმონაქმნების გაჩენასთან.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..