Tag Archives: ფეხებს

ფრენიკუს – სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენიკუს – სიმპტომი – (ლათ. (nervus) phrenicus დიაფრაგმის ნერვი)მტკივნეულობა პალპაციისას მარჯვენა ლავიწქვეშა არეში მკრედ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის ფეხებს შორის; ყველაზე უფრო ხშირად წარმოადგენს დიაფრაგმისქვეშა ან ღვიძლქვეშა, განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის არეში მიმდინარე ანთებითი პროცესის ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრენდელენბურგის ტესტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრენდელენბურგის ტესტი – მდგომარეობს ფეხის კანქვეშა ვენის უკმარისობისა და სხვადასხვა დონეების შემაერთებელი ვენების უკმარისობაში, რაც გამოწვეულია გულის სარქველების უკმარისობით. ამ ტესტის ჩასატარებლად ავადმყოფს აწვენენ, მაღლა უწევენ ფეხებს, სანამ სისხლი არ ჩამოიცლება ვენებიდან. შემდეგ ფეხებს სწარაფად უშვებენ ქვევით; პათოლოგიის დროს ვენები მომენტალურად იბერება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More