ნაწლავების შემოგრეხა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაწლავების შემოგრეხა – (ქირურგ.) ნაწლავთა მწვავე გაუვალობის ერთ – ერთი სახე – განპირობებულია ჯორჯალთან ერთად ნაწლავის შემობრუნებით საკუთარი ღერძის გარშემო ან მუცლის ღრუში შეხორცებების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. მუცლის არეში უეცრად ვითარდება მწვავე ტკივილები. შემდგომ სწრაფადვე ვლინდება მუცლის შებერვა და ასიმეტრია, აღინიშნება აირებზე და კუჭში გასვლის არარსებობა. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, სახის ნაკვთები წაწვეტებულია, პულსი გახშირებული, სუსტი ავსების, არტერიული წნევა ქვეითდება, კიდურები ცივდება, ვითარდება მძიმე ინტოქსიკაცია. აუცილებელია ავადმყოფის სასწრაფო ტრანსპორტირება ქირურგიულ განყოფილებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა