ნეიროლეფსიური ავთისებიანი სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეიროლეფსიური ავთისებიანი სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ნეიროლეპტიკების ან ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შედეგად და ლევოდოპის პრეპარატების მიღების უეცარი შეწყვეტით პარკინსონით დაავადებულებში. ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების დიფუზური დაძაბვით, ვეგეტატიური დარღვევებით, ჰიპერკინეზებით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება აკინეტიკური მუტიზმი და ცნობიერების დეთრგუნვა კომამდე. გართულებები შესაძლებელია იყოს სუნთქვის უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, შოკი, ასპირაციული პნევმონია, მიოკარდიუმის ინფარქტი. მკურნალობა მდგომარეობს ნეიროლეპტიკის ან სხვა პრეპარატის მიღების შეწყვეტაში, რომელმაც გამოიწვია სინდრომის განვითარება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა