ნემატოდოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნემატოდოზები – ადამიანის, ცხოველისა და მცენარის დაავადებები, რომლებსაც იწვევენ ნემატოდები. პარაზიტი იბუდებს ადამიანისა და ცხოველის ქსოვილებსა და ორგანოებში (კუჭ – ნაწლავის ტრაქტი, კუნთები, სუნთქვის ორგანოები და სხვ.). ნემატოდოზები იყოფა 2 ჯგუფად  –  გეო და ბიონემატოდოზებათ. პირველი ჯგუფის ნემატოდოზების გამომწვევები გარემოშია (ნიადაგი, წყალი და სხვ.), მეორე ჯგუფისა კი დაკავშირებულია მასპინძელთა ცვლასთან. ადამიანის ნემატოდების ნაწილი (ასკარიდი, ანკილოსტომიდები, ხვიაბეწვა და სხვ.) პათოგენურია და პარაზიტობს მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ადამიანი ავადდება კუჭ – ნაწლავში ნემატოდების დაინვაზიებული კვერცხის ან მატლის მოხვედრის შედეგად. დაავადებისას აღინიშნება საერთო ინტოქსიკაცია, კუჭ – ნაწლავის ფუნქციის მოშლა , ნერვული და ალერგიული მოვლენები და სხვ. მკურნალობა: ჰელმინთების საწინააღმდეგო მაღალეფექტური სამკურნ. სშუალებები (პიპერაზინი, ნაფტამონი, დეკარისი, კომბანტრინი და სხვ.) ი. თოფურია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა