ოროტაციდურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოროტაციდურია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება პირიმიდინების მეტაბოლიზმის დარღვევით და ვლინდება შარდთან ერთად ოროტის მჟავას მომატებული ექსკრეციით, მეგალობლასტური ანემიით, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებით. დაავადება კლინიკურად ვლინდება ბავშვის სიცოცხლის მე – 3 თვეზე: აღინიშნება მძიმე ანემია (კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე), მოდუნება, სისუსტე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა. დაავადებას ხშირად თან ახლავს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევები. სისხლში აღინიშნება ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ნორმო – ან ჰიპერქრომია, ანიზო – და პოიკილოციტოზი, ერითრობლასტების გამოჩენა, ტენდენცია ნეიტროპენიისაკენ შედარებითი მონოციტოზით. მკურნალობა სიმპტომატური და პათოგენეტიკურია; შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა