ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ძვლის ქსოვილის დიფერენცირებული უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ოსტეობლასტებიდან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა