პათოლოგიური მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პათოლოგიური მდგომარეობა – 1. ნორმიდან მყარი გადახრა, რომელსაც ორგანიზმისათვის ბიოლოგიურად უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. სამედიცინო ლიტერატურაში ტერმინი ,,პათოლოგიური მდგომარეობა” გამოიყენება ფართო გაგებით – ჰომეოსტაზის სხვადასხვა პარამეტრების დროებითი, გარდამავალი გადახრების აღსანიშნავად, მიუხედავად მათი ხანგრძლივობისა; მაგ. სისხლის ქიმიური და აიროვანი შემადგენლობის არახელსაყრელი გადახრები, ასევე პათოლოგიური პროცესების ცალკეული სტადიები, მაგ. პოსტჰემორაგიული მდგომარეობები, პოსტინფარქტული მდგომარეობა და სხვ. 2. შედარებით მყარი გადახრა ნორმიდან, რაც სცილდება მის ასაკობრივ და სხვა ვარიანტებს და ორგანიზმისათვის აქვს უარყოფითი მნიშვნელობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა