პარადოქსული ლიპოდისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარადოქსული ლიპოდისტროფია – პროგრესული ლიპოდისტროფია. დაავადება ხასიათდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისთანდათანობით განლევით და გაქრობით სხეულის ზედა ნახევარში (სახე, კისერი, გულ – მკერდი, ზედა კიდურები) და მისი მოჭარბებული დალაგებით სხეულის ქვედა ნახევარში. ხშირი კომბინაცია ოსტეოსკლეროზთან, ძვლის კისტომებთან, ოლიგოფრენიასთან, დისმენორეასთან, ჰიპერთირეოზთან. სინონიმები: ჰოლანდერ – სიმსონის დაავადება, ბარაკერ – სიმონის დაავადება, სმითის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა