პოლისაქარიდები

პოლისაქარიდები – ნახშირწყლების კლასის მაღალმოლეკულური ნაერთები, პოლისაქარიდები შედგება ერთმანეთთან გლიკოზიდური ბმით დაკავშირებული მონოსაქარიდებისაგან (გლუკოზა, გალაქტოზა, მანოზა, არაბინოზა, ქსილოზა, გლუკოზამინი, გალაქტოზამინი, რამნოზა, ფუკოზა), ურონის მჟავებისაგან და ა. შ. მათი მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან მილიონამდე მერყეობს. პოლისაქარიდები მდგრადია ტუტეების მიმართ; მჟავების მოქმედებით განიცდიან ჰიდროლიზს. ცოცხალ ორგანიზმებში გლიკოგენი და სახამებელი ენერგიის ძირითადი წყაროებია, სტრუქტურული პოლისაქარიდები – ცელულოზა და ქიტინი – საყრდენი ფუნქციაა. ჰიალურონის მჟავა ხასიათდება ჟელესებრი წებოვანი თვისებით და გაპოხვის მაღალი უნარით, ზოგი პოლისაქარიდები ასრულებს დაცვითი ფუნქციის როლს. ჰეპარინი ხელს უშლის სისხლის შედედებას, პოლისაქარიდების ფრაგმენტები გლიკოპროტეიდებსა და ლიპიპოლისაქარიდებთან ერთად უჯრედის ზედაპირზე თანაობისას განაპირობებენ ორგანიზმის იმუნურ რეაქციებს და სხვ. მრავალი პოლისაქარიდები (სახამებელი, ცელულოზა, პექტინის ნივთიერება, ქიტინი და სხვ.) გამოიყენება მედიცინაში, კვების, ქიმ. და მრეწვ. სხვა დარგებში. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook