საშვილოსნოს გამოვარდნა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ საშვილოსნოს დაწევის დროს საჭირო ბანდაჟები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

საშვილოსნოს გამოვარდნა – 1. საშვილოსნოს გამოსვლა სასქესო ნაპრალის გარეთ. როგორც წესი, თან ახლავს საშოს კედლების დაწევა ან გამოვარდნა. აღინიშნება მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტისას სამშობიარო ტრავმის შედეგად, საშვილოსნოს იოგოვანი აპარატის უკმარისობით, მუცლის პრესის კუნთების სისუსტით. აღინიშნება ტკივილი წელის არეში, მუცელს ქცემოთ, განსაკუთრებით ფიზიკური დაძაბვისას, საშოდან გამონადენი, შორისის არეში უცხო სხეულის შეგრძნება, შარდვის გაძნელება. მკურნალობა – ოპერაციულია.

2.  საშვილოსნოსა და საშოს კედლების გამოსვლა სასქესო ნაპრალიდან. უმთავრესად აღინიშნება მოხუცებში, მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში, აგრეთვე იმ ქალებში, რომელთაც მშობიარობის შემდეგ მოკლე ხანში მოუხდათ მძიმე ფიზიკური მუშაობა.

♦♦♦ საშვილოსნოს დაწევის დროს საჭირო ბანდაჟები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” uterine prolapse support >>>

გაფრთხილება!  1. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი 2. ბანდაჟები


..