საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა

საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა – ხშირია მოხუცებულობით ასაკში მშობიარობის დროს გადატანილი ტრავმის, მძიმე ფიზიკური მუშაობის, სასქესო ორგანოებში ინვოლუციური პროცესების შედეგად.

განასხვავებენ საშვილოსოს დაწევას, მის სრულ და არასრულ გამოვარდნას. საშვილოსნოსა და საშოსთან ერთად ხშირია შარდის ბუშტის კედლის  (ცისტოცელე) და სწორი ნაწლავის (რექტოცელე) გამოვარდნა. პროცესი პროგრესირებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ზეწოლითი ტკივილი მუცლის ქვევით და წელის არეში, შარდის შეუკავებლობა, შეკრულობები, საშვილოსნოს სხეულის გამოვარდნა სასქესო ნაპრალიდან.

გინეკოლოგიური დათვალიერებისას ვლინდება ინვოლუციური პროცესები სასქესო აპარატში, მენჯის ფსკერის კუნთების მთლიანობის დარღვევა, საშოს ან საშვილოსნოს კედლების დაწევა ან გამოვარდნა (გაჭინთვის დროს). საშოს და საშვილოსნოს ყელის კედლებზე ხშირად წარმოიქმნება დეკუბიტალური წყლულები; ლორწოვანი გარსები მშრალი, კანისებურია.

მკურნალობა კონსერვატული და ოპერაციულია. ქირურგიული მკურნალობა ითვალისწინებს მენჯის ფსკერის კუნთების და საშვილოსნოს იოგოვანი აპარატის გამაგრებას. საშვილოსნოს მთლიანი გამოვარდნის დროს ხშირად მიმართავენ მის საშოსეულ ექსტირპაციას. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტარდება სამკურნალო ვარჯიში.

♦♦ საშვილოსნოს  დაწევის დროს გამოსაყენებელი სპეციალური ბანდაჟები შეგიძლიათ გამოიწეროთ მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიებიდან. გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი