სომატური უჯრედების გენეტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სომატური უჯრედების გენეტიკა – –  გენეტიკის დარგი, რომლის კვლევის ობიექტია ძუძუმწოვრების (მ. შ. ადამიანის), ამფიბიების, თევზების, მწერების, აგრეთვე უმაღლესი მცენარეების კულტივირებული სომატური უჯრედები (სუ). მის დაფუძნებაში დიდი როლი ითამაშა მიკროორგანიზმთა გენეტიკის მეთოდების დანერგვამ (მაგ. კულტ. პირობებში ცალკეული უჯრედიდან შთამომავლობის მიღება: სელექტიურ არეზე განსხვავებული გენოტიპის უჯრედთა გადარჩევა; უჯრედთა ჰიბრიდიზაცია და მათი შემდგომი ანალიზი და ა. შ.). კულტ. პირობებში სუ – ის სწრაფი გამრავლება, იშვიათი გენეტ. მოვლენების (მუტაციების, ჰიბრიდების წარმოქმნა) აღმოჩენა ისეთი გამოკვლევები ჩატარების შესაძლებლობას იძლევა რომლებიც მთლიან ორგანიზმზე შეუძლებელია. სომატური უჯრედების გენეტიკა შეისწავლის მუტაციური პროცესის, გენის მოქმედებისა და მისი აქტივობის რეგულაციის კანონზომიერებებს, ადგენს გენის ლოკალიზაციას ქრომოსომაში. სომატური უჯრედების გენეტიკაში მუტაგენეზის კანონზომიერებათა შესწავლით შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მუტანტის მიღება, რამაც განაპირობა მუტანტების მოლეკულური მექანიზმების შესწავლა, ასევე სხვადასხვა ქიმ. ნივთიერებებითა და ვირუსე

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook