სულიერი განწყობილება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სულიერი განწყობილება – (ფსიქოლოგია) შინაგანი მდგომარეობის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კომფორტის სუბიექტური შეგრძნება. შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც რაღაცა განზოგადებულის შეფასებითი მახასიათებელი (კარგი, ცუდი, სიმხნევე, სისუსტე და სხვ.), ასევე როგორც ლოკალიზებული, განცდათა გარკვეულ ორგანოების, ფუნქციების, სისტემების მიმართ: სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დისკომფორტის ნიშნები, გარკევული მოტორული და კოგნიტიური აქტების შესრულების გაძნელება (იხ. კოგნიტიური ფსიქოლოგია, სტრესი) და ა. შ. ინდივიდის მდგომარეობის სხვადასხვა სახეებისათვის (იხ. გადაღლა, ფსიქიკური დაზაბულობა, სტრესი) დამახასიათებელია სულიერი განწყობილების ცვლილების სპეციალური სიმპტომატიკა. ამითაა განპირობებული სულიერი განწყობილების სხვადასხვა სიმპტომის ტრადიციული გამოყენება ნიშნების ძირითადი ჯგუფის სახით, ფსიქიკური მდგომარეობისა და შრომისუნარიანობის მრავალფაქტური სუბიექტური შეფასების მეთოდებში. სულიერი განწყობილების სუბიექტური შეფასება, მიღებული სტანდარტული გამოკითხვით ან თავისუფალი თვთდაკვირვებით, წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, შრომის პირობების შეფასების, მოღვაწეობის სხვადასხვა ფორმის ორგანიზაციის ოპტიმალურობის  აუცილებელ ელემენტს (სასწავლო, პროფესიული, სპორტული და სხვ.). სულიერი განწყობის სუბიექტური შეფასება ანალიზირდება მოცემული ობიექტური ცვლილებების ერთობლიობით, რომლებიც მიღებულია ფსიქოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტესტირების მეშვეობით, საჭიროებისას კი – სამედიცინო გამოკვლევევბით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook