Tag Archives: ცვლილების

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას. სიმპტომები, მიმდინარეობა

Read More

ფერშრობენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერშრობენი – (გერ. verschroben – უცნაური) პიროვნული  თავისებურება, რომელიც გამოიხატება უცნაური, გარეშე პირებისათვის სრულიად გაუგებარი, უცნაური ქმედებებით, ქცევის მანერებით, ჟესტებით, მიმიკით, მეტყველებაში გამოგონილი, აბსტრაქტული, უაზრო სიტყვებითა და გამოთქმებით. როგორც პიროვნების ცვლილების სახე, წარმოადგენს შიზოფრენიის დამახასიათებელ ნიშანს. აღინიშნება აგრეთვე ფსიქოპათიების ზოგიერთი ფორმების დროს, ზოგჯერ – სრულიად ჯანმრთელ ადმიანებშიც.

Read More