ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

კლინიკურად დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი, ამასთან პირველი სიმპტომები წარმოიქმნება გაჭინთვისას, დახველების, სხეულის მდებარეობის სწრაფი ცვლილების დროს;
თუკი არ განვითარდა ელვისებური სიკვდილი, თრომბის ჩანერგვის დონისა და ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით, მისი გამოვლინებები ვარირებს ერთეული არასპეციფიური სიმპტომებიდან ავადმყოფის უმძიმესი მდგომარეობის განვითარებამდე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ფილტვისმიერი გულის, კოლაფსის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, ცნობიერების მოშლისა და სხვა დარღვევების განვითარება.
ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიის ადრეული სიმპტომია ტკივილი გულმკედში, რომელიც ზოგჯერ იძლევა სტენოკარდიის იმიტაციას, მაგრამ იგი არ ირადირებს, ძლიერდება ჩასუნთქვის დროს. ვითარდება ქოშინი ტაქიპნოეს სახით.
შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მომატება, მატულობს სუნთქვის უკმარისობა.
მწვავე ფილტვისმიერი გულის სიმდრომის განვითარება ხასიათდება აკროციანოზის, კისრის ვენების გაბერვით, უეცრად განვითარებული და პროგრესირებადი ტაქიკარდიით, გალოპის რიტმის გაჩენით, მოისმინება სისტოლური შუილი და მეორე ტონის აქცენტი ფილტვის ღეროზე.

გართულებები

დეკომპენსაციის გამო შესაძლოა განვითარდეს ე. წ. აბდომინური სინდრომი: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატში.
ფილტვის არტერიების მასიური თრომბოემბოლიისათვის დამახასიათებელია მწვავე დაწყება და ფილტვის ჰიპერეტენზიის სიმპტომების სწრაფი ზრდა;
ფილტვის ღეროს ან მისი ტოტების ემბოლია, როდესაც  სისხლით მომარაგება შემცირებულია 75% – ით და მეტად, იწვევს პრაქტიკულად მომენტალურ სიკვდილს.

ფილტვის თრომბოემბოლია  – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🫁 ფილტვის ემბოლია – მდგომარეობა, რომლის დროსაც ფილტვებში იბლოკება ერთი ან მეტი არტერია სისხლის შედედების გამო
📌 დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ:
➡️ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლია;
➡️ წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას;
➡️ მცირე ტოტების თრომბოემბოლია
🔎 ემბოლიის პირველი სიმპტომები წარმოიქმნება გაჭინთვისას, დახველების, სხეულის მდებარეობის სწრაფი ცვლილების დროს
❗️ თუკი არ განვითარდა ელვისებური სიკვდილი, ემბოლიის გამოვლინებები ვარირებს ერთეული არასპეციფიური სიმპტომებიდან ავადმყოფის უმძიმესი მდგომარეობის განვითარებამდე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს:
✅ კოლაფსი;
✅ სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
✅ ცნობიერების მოშლა
👉 თუ გსურს გაიგო მეტი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიის შესახებ, გადადი ლინკზე და გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას – https://bit.ly/3bdY8C4  
#ფილტვისემბოლია #ფილტვისემბოლიისგანვითარება #ფილტვისემბოლიისსიმპტომები #ფილტვისემბოლიისნიშნები #ფილტვისთრომბოემბოლია #თრომბი #თრომბიფილტვებში #თრომბოემბოლია #ემბოლიისსიმპტომები #ფილტვისღეროსიმბოლია #კოლაფსი #სუნთქვისმწვავეუკმარისობა #ცნობიერებისმოშლა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი