უჯრედის სეკრეცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედის სეკრეცია – (secretio cellulae ლათ.secretio – გამოყოფა) – ორგანიზმისათვის საჭირო სპეციფიკური ნივთიერებების, სეკრეტების უჯრედშიგა წარმოქმნის (გოლჯის კომპლექსის მონაწილეობით) და უჯრედის ფარგლებს გარეთ შემდგომი გამოყოფის პროცესი. იხ.სეკრეციული ჩანართები. აღსანიშნავია, რომ სეკრეტების წარმოქმნაში მონაწილეობს უჯრედის ყველა ორგანოიდი, მთლიანად უჯრედი (იხ.უჯრედშიგა კონვეიერი). ამ პროცესში ერთ – ერთი საბოლოო ეტაპია სეკრეტის ჩამოყალიბება გოლჯის კომპლექსის ღრუებსა და ცისტერნებში. არჩევენ სამი ტიპის სეკრეტის გამოდევნის ხერხს: 1. მეროკრინულს (ბერძნ.meros – ნაწილი), რომლის დროს სეკრეტი გამოიყოფა უჯრედების ციტოპლაზმის დაუშლელად; 2. აპოკრინულს (ბერძნ.apo – ზემოდან), რომელსაც თან სდევს უჯრედების აპიკალური ნაწილის მოცილება; 3. ჰოლოკრინულს (ბერძნ.holos – მთელი, მთლიანად), რომელსაც ახასიათებს სეკრეციული უჯრედების დაღუპვა მათი შემდგომი ჩართვით სეკრეტის შემადგენლობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook