პირველადი სასქესო ნიშნები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირველადი სასქესო ნიშნები – ადამიანისა და ცხოველთა საქესო ორგანოები, ე. ი. მდედრისა და მამრის განმასხვავებელი ორგანოები, რომლებიც უშუალოდ გამრავლების ფუნქციას ასრულებენ. პირველადი სასქესო ნიშნებს შეადგენენ გონადები (საკვერცხე, სათესლე), სასქესო გზები და გარეგანი სასქესო ორგანოები. პირველადი სასქესო ნიშნები წარმოიქმნებიან ჯერ კიდევ ემბრიონულ პერიოდში, თუმცა მათი საბოლოო ფორმირება სქესობრივი მომწიფების (ე. წ. პუბერტული) ასაკისათვის სრულდება. [“1”] 2. მდედრი და მამრი ორგანიზმების განმასხვავებელი სასქესო ორგანოები. 3. მოიცავს სასქესო ორგანოებს, მათ შორის სასქესო ჯირკვლებს; განსაზღვრავს სქესობრივ განსხვავებას ქალსა და მამაკაცს შორის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა