პლევროდინია ეპიდემიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლევროდინია ეპიდემიური – (ბერძ. Pleura გვერდი, ნეკნი + odyne ტკივილი; ბერძ. Epidemos ხალხთა შორის გავრცელებული; სინ.: ეპიდემიური მიალგია, ეპიდემიური მიოზიტი) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებითა და კუნთების უძლიერესი ტკივილებით. დაავადების გამომწვევია კოკსაკის ვირუსები. გამომწვევის წყაროა პლევროდინიით დაავადებული და გამომწვევის მტარებელი. დაავადება გვხვდება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2 – 5 დღეს; დაავადება იწყება უეცრად, სხეულის ტემპერატურის 39 – 400 – მდე მომატებით. დამახასიათებელია კუნთების შეტევითი ტკივილები, რომელიც მეორდება ყოველ 1 – 1/2 საათში და გრძელდება 1 – 2 დღის მანძილზე. ტკივილები შესაძლოა ლოკალიზებული იყოს გულმკერდისა და მუცლის მიდამოში. დაავადება გრძელდება 3 – 10 დღის მანძილზე; სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა