პლეთიზმოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლეთიზმოგრაფია – (ბერძნ. plethysmos – გადიდება და …გრაფია) მედიცინაში, ფიზიოლოგიაში, ორგანოს ან მისი ნაწილის მოცულობის ცვლილებების განუწყვეტელი გრაფიკული რეგისტრაციის მეთოდი. მოცულობის ცვლილებები განპირობებულია სხვაობით ორგანოში არტერიით მოტანილ და ორგანოდან ვენით გატანილ სისხლის ოდენობებს შორის. ორგანო ან მისი ნაწილი თავსდება პლეთიზმოგრაფში. როდესაც ორგანოს მოცულობა იცვლება ჭურჭელში, ეს რეგისტრირდება პლეთიზმოგრამის სახით, რომელზეც აღირიცხება როგორც გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული პულსური რხევები, ისე კიდურის სისხლის ძარღვების გაფართოებით ან შევიწროებით გამოწვეული რხევები. ა. ბაკურაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა