პურკინიეს ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პურკინიეს ბოჭკოები – 1. გულის გამტარებელი სისტემის სტრუქტურული ერთეულები. ისინი მდიდარია სარკოპლაზმით, მცირე რაოდენობით მიოფიბრილები და სუსტად განვითარებული სარკოლემა აქვთ. ბირთვები მდებარეობს მათ ცენტრში და არა პერიფერიაზე, როგორც ჩონჩხის მუსკულატურის განივზოლიან ბოჭკოებში. რადგან პურკინიეს ბოჭკოები მიოგენური წარმონაქმნებია, მათ შეუძლიათ გულის კუნთის შეკუმშვის ავტომატიზმის გამპირობებელი იმპულსების გამომუშავება და გატარება. ასე უწოდეს პირველად მათ აღმწერის ე.ი.პურკინიეს გვარის მიხედვით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. პურკინიეს ბოჭკოები – სპეციალიზირებული კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც ატარებენ ნერვულ აგზნებას გულის კუნთის შემკუმშავ ელემენტებთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა