საკბილე ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საკბილე ფირფიტა – (lamina dentalis ლათ. lamina  –  ფირფიტა და dens, dentis  –  კბილი)  ემბრიონული განვითარების დაახლოებით მე – 7 კვირას ზედა და ქვედა ყბის თავისუფალ ზედაპირზე განვითარებული ეპითელური შემსხვილებები, რომლებიც შემდგომ თანდათანობით ჩაიზრდებიან ქვეშმდებარე მეზენქიმაში კვირტების სახით და წარმოადგენენ კბილის ექტოდერმული კომპონენტის  –  მინანქრის ნერგს. მათი რაოდენობა თითოეულ უბანზე ათია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა